გამოყენების ინსტრუქცია
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფერტილოგენი ხასიათდება ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო და ანტივირუსული თვისებებით. გამოიყენება სხვადასხვა სახის ინფექციით გამოწვეული უნაყოფობის კომპლექსურ თერაპიაში. იგი აუმჯობესებს ორგანიზმის იმუნური სისტემის ფუნქციას და ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციას.
პრეპარატი აქვეითებს აუტოიმონურ ანტისხეულებს: სისხლში - ანტიოვარიულ, ანტითირეოდულ და ზონაპელუციდას საწინააღმდეგო; საშვილოსნოს ყელის და ვაგინალურ სეკრეტში - ანტისპერმალურ ანტისხეულებს.
აქრობს ან ამცირებს ქრონიკულ და რეციდიულ ანთებით პროცესებს რეპროდუქციულ ორგანოებში
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ქალის უნაყოფობის გამომწვევი შარდ-სასქესო სისტემის ანთებითი დაავადებების სამკურნალო ანტიმიკრობული საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება
ფერტილოგენი ეფექტურია ორმხრივი ჰიდროსალპინგის, პიოსალპინგის, საშვილოსნოს მილების გაუვალობის და მცირე მენჯის ღრუში შეხორცებითი პროცესის დროს. იგი ხელს უწყობს საშვილოსნოსა და მისი დანამატების ნორმალური ანატომიური სტრუქტურის აღდგენას, რომელიც დარღვეულია ანთებითი პროცესებით. აუმჯობესებს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების მიკროცირკულაციას, აქრობს ან ამცირებს ქრონიკულ და რეციდიულ ანთებით პროცესებს საშვილოსნოსა და მის დანამატებში.
გამოყენების ჩვენებები
ფერტილოგენი ინიშნება ფოლიკულური და ტუბოოვარიული წამონაქმნების დროს, ენდომეტრიოიდული კისტებისა და საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომის, აგრეთვე პირველადი და მეორადი უნაყოფობის, საშვილოსნოს ყელის ეროზიის, ენდომეტრიტის, ენდოცერვიციტის, ოფორიტის და შარდ-სასქესო გზების ფუნქციური დარღვევის დროს.
უკუჩვენება
არ არის დადგენილი.
გვერდითი მოვლენები
არ არის დადგენილი.
მიღების წესი - კომპლექსურია:
გამონახარში მომზადების წესი პერორალური მიღებისთვის:
ემალირებულ ჭურჭელში მოთავსებულ მცენარეულ ნაკრებს დაუმეტათ მდუღარე წყალი, დავახუროთ თავსახური და დააყოვნეთ 20 წუთი. შემდეგ შევდგათ დაბალ ცეცხლზე (გამანაწილებლით), მივიყვანოთ ადუღებამდე და გავაჩეროთ ნელ ცეცხლზე 15-20 წუთი. გრილდება თავდახურული და შემდეგ იწურება. მიღებული გამონახარში ინახება არა უმეტესი +15c ტემპერატურაზე.
მცენარეული ნაკრებისა და წყლის თანაფარდობა:
50 - 60 კგ წონის პაციენტებისათვის 120გ მცენარეულ ნარევზე 1,8 - 2 ლ წყალი;
60 - 70 კგ წონის პაციენტებისათვის 130გ მცენარეულ ნარევზე 1,8 - 2 ლ წყალი;
70 - 80 კგ წონის პაციენტებისათვის 140გ მცენარეულ ნარევზე 2ლ წყალი;
80 - 90კგ წონის პაციენტებისათვის 150გ მცენარეულ ნარევზე 2,2ლ წყალი;
100 კგ წონის ზევით 180 - 200გ მცენარეულ ნარევზე 2,2 ლ წყალი.
დოზირება პერორალური მიღების დროს:
200 გრ გამონახარში ჭიქით 3-ჯერ დღეში ჭამამდე 40 წუთით ადრე, და მეოთხედ ძილის წინ (საკვები აღარ მიიღოთ!).
გამონახარში მომზადების წესი ვაგინალური გამორეცხვისთვის
გაწურული ბალახი ისევ მოვათავსოთ ემალირებულ ქვაბში, დავასხათ 1,2 ლ მდუღარე წყალი, დავახუროთ თავსახური და დავდგათ დაბალ ცეცხლზე, მივიყვანოთ ადუღებამდე და ცეცხლზე გავაჩეროთ 10 წუთი. თავდახურული გავაციოთ, გავწუროთ. ხსნარი გამოიყენება თბილი სახით.
შენიშვნა:მომზადებული სითხის რაოდენობა პერ ოს და პერ ვაგინუმ გამოიყენება 2 დღის განმავლობაში. 2 დღის შემდეგ ნახარში თავიდან მზადდება.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა
ექიმთან კონსულტაციით 1 - 6 თვემდე, ზოგჯერ უფრო მეტიც, რომელსაც განსაზღვრავს ექიმი.
გამოშვების ფორმა
პირველადი შეფუთვა: 200 გრამიანი მცენარეული ნაკრები ქაღალდის პაკეტში
მეორადი შეფუთვა: მუყაოს კოლოფი
ვარგისიანობის ვადა
3 წელი
შენახვის წესი
ინახება სინათლისაგან დაცულ, მშრალ ადგილზე, ოთახის ტემპერატურაზე.
გაცემის წესი
ფარმაცეპტული პროდუქტის ჯგუფი III - გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი
დამზადებულია საქართველოში ი/მ “ლიანა რურუას” დაკვეთით ფარმაცევტული საწარმო შპს ნეოფარმის მიერ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ
ფაქსი 59 57 90
ლიცენზიის მფლობელი ლიანა რურუა, E-Mail: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
ტელ. 2 364 722 მობ. 599 713275