გამოხმაურებები
ტკივილები საკვერცხეების მუცლის და წელის არეში მენსტრუალური ციკლის პირველ დღეს
პაციენტი - ლ. ნ.
ასაკი - 26 წლის
ჩივილები
ტკივილები საკვერცხეების, მუცლის და წელის არეში მენსტრუალური ციკლის პირველ დღეს; 4 წელია გათხოვილია,პირველადი უშვილობა, შეკრულობა.
გამოკვლევის ობიექტური მონაცემები
ენდოვაგინალური კვლევა მენსტრუალური ციკლის 28-ე დღეს – საკვერცხეების ანთება: მარჯვენა საკვერცხის ანთება, 45х30,5х27,5მმ;V-19,7სმ3, მასში ანთებითი ხასიათის არასწორი ფორმის ფოლიკული 25,5х13მმ, ერთგვაროვანი შიგთავსით და 13-14 დიფუზურად განლაგებული წვრილი კისტოზური წარმონაქმნები. მარცხენა საკვერცხე 59х45,5х 43,5 მმ V-61,5სმ3, მასში ჰემორაგული 2-კამერიანი ცისტა ზომებით 52х42მმ. საშვილოსნოს ყელი ზომით 30,5х5х24მმ. არხის მთელ სიგრძეზე ვიზუალიზირდება ჰიპერექოგენული უბნები, მაქსიმალური ზომით 1,5х1მმ. კოლკოცერვიკოსკოპური კვლევა – არხის ლორწოვანის ჰიპერპლაზია. მამოლოგის კონსულტაცია – დიფუზურ-კისტოზური მასტოპატია. ვირუსები არ არის. ბაქტერიოსკოპიული ნაცხი – ლეიკოციტები 26-28, ტრიქომონა, სოკო, გრამ +კოკები. კიმოპერტრუბაცია – ცუდად გამავალი მილები.
დიაგნოზი
პირველადი უშვილობა, 4 წელია გათხოვილია; ქრონიკული ანთება; მარცხენა საკვერცხის ფოლიკულურ-ჰემორაგული კისტა; ცუდად გამტარი მილები; დიფუზურ-კისტოზური მასტოპატია
მკურნალობის პერიოდი
26 დღიანი კურსით ორჯერ
სხვა სამკურნალო მეთოდებთან კომბინაცია
მონოთერაპია
მკურალობის შედეგები
ჩივილები არ არის. ვაგინალური ექოსკოპიით არ აღინიშნება საკვერცხეების ანთება და კისტები. კიმოპერტრუბაციით მილები გამავალია
შენიშვნა
ორსულობა
პაციენტი - გ. ლ.
ასაკი - 22 წლის
ჩივილები
1 წელია გათხოვილია, უშვილობა, მუდმივი შეკრულობა
გამოკვლევის ობიექტური მონაცემები
ექოსკოპიური კვლევა მენსტრუალური ციკლის მე-12 დღეს მარჯვენა საკვერცხეზე ვიზუალიზირდება არაერთგვაროვანი სტრუქტურის მქონე კისტოზური წარმონაქმნი ზომებით 13х10მმ და რამდენიმე წვრილი კისტოზური წარმონაქმნი ორივე საკვერცხეზე. ASA-221.4U/მლ. ოპტ < 70(ანტისპერმალური ანტისხეულები). ანტი-β -CG(Aბ-ჰორიონალურ გონოტროპინთან მიმართებაში) N ≤1,0 პაციენტს აქვს +2,0. CA -125: პაციენტს - 44.4; ნორმა - ოპტ-0-20;მახ-35 U/მლ. კომპიუტერული კიმოპერტრუბაცია საშვილოსნოს მილები სუსტად გამტარია, შეკუმშვათა სიხშირე და კუმშვადი აქტივობა დაქვეითებულია, მილ-საშვილოსნოს და ისთმურ-ამპულარული სფინქტერის ტონუსი მომატებულია.
დიაგნოზი
პირველადი უშვილობა; მილების გაუვალობა; ანოვულატორული ციკლი.
მკურნალობის პერიოდი
26 დღიანი კურსით სამჯერ
სხვა სამკურნალო მეთოდებთან კომბინაცია
მონოთერაპია
მკურალობის შედეგები
მკურნალობის 26 დღის შემდეგ: ASA-100,9; ანტი- β - CG +2; მკურნალობის კიდევ 26 დღის შემდეგ: ASA- 79.7 ანტი -β CG- ≤1; მკურნალობიდან 26 დღიანი კურსით სამჯერ : СА125-22,9; ASA-65. საშვილოსნოს მილები გამტარია,
შენიშვნა
ორსულობა
პაციენტი - მ. გ.
ასაკი - 33 წლის
ჩივილები
10 წელია გათხოვილია, პირველადი უშვილობა; გირსუტიზმი, გამელოტება. მენსტრუაცია 12 წლიდან, არარეგულარული, მხოლოდ პროგესტერონის მიღების ფონზე. კოლიტი შეკრულობით; დაღლილობა და სისუსტე კიდურებში, დღის ბოლოს ხელ-ფეხის შეშუპება; ბუასილი ხშირი სისხლდენით; ცუდი ძილი, გაღიზიანებადობა.
გამოკვლევის ობიექტური მონაცემები
კომპიუტერული კიმოპერტრუბაცია – საშვილოსნოს მილები გაუმტარი. მილ-საშვილოსნოს და ისთმურ-ამპულარული სპინქტერის ტონუსი მომატებულია. ენდოვაგინალური კვლევა – უკანასკნელი მენსტრუაცია 2 თვის წინ. საშვილოსნოს სხეული ყელთან ერთად 7,1სმ; საშვილოსნო 5,5х4,2х6,0სმ; საშვილოსნოს ყელი 3,7 სმ. ენდომეტრიუმის სისქე 5მმ. მარჯვენა საკვერცხე ზომებით 2,0х1,4х1,8სმ, ფოლიკულური აპარატი არ ფიქსირდება. მარცხენა საკვერცხე ზომებით 2,2х1,6х2, 8სმ, ფოლიკულური აპარატი არ ვიზუალიზირდება ჰორმონალური კვლევა – PROLACTIN-195 N=150—506 mU/I LH-14,9 N=2-12,opt 3-5 U/I FSH-8,87 N=2-12,opt 3-5 U/I PROGESTERON-1,06nmol/l N= 1 ფაზა 3,4±2,0 2 ფაზა 34±10 ovul.-3-15 ESTRADIOL -0,106 N=0,2-0,9;opt – 0,4-0,5nmol/l TESTOSTERON -1,75 N=0,5-3,0 opt1,2-1,5nmol/l CORTISOL-108,9 N=200—500 opt-250 nmol/l DHEA-S 0,818 N=0,5-3,1 μmol 17-HO-PROGESTERON- 1,21 N=1,0-3,03 ng/ml FREE TESTOSTERON-1,33 N=1,4±0,9 pg/ml TSH -1,99 N=0,6-3,8 opt-1,5 μU/l ASA- 67,1 opt < 70U/ml. Anti-β-CG-+1,0 N≤1,0 ბაქტერიოსკოპიული ნაცხი – ლეიკოციტები დიდი რაოდენობით, ტრიქომონა, სოკო, გრამ + კოკები. პროთრომბინი - 105 % N=85-110%
დიაგნოზი
ოლიგომენორეა, ანოვულაცია, საშვილოსნოს მილების გაუმტარია, გირსუტიზმი, კოლიტი – შეკრულობა, ბუასილი, პირველადი უშვილობა.
მკურნალობის პერიოდი
4 თვე
სხვა სამკურნალო მეთოდებთან კომბინაცია
მკურნალობის პირველ თვეს პროგესტერონის 5 ინექცია, ფერტილოგენი
მკურალობის შედეგები
საშვილოსნოს მილები მთლიანად გამტარია მკურნალობის 3 თვის შემდეგ. მენსტრუალური ციკლის აღდგენა ფოლიკულების მომწიფებით.
შენიშვნა
ორსულობა
პაციენტი - პ. ნ.
ასაკი - 37 წლის
ჩივილები
თავის ტკივილები მენსტრუაციის დასაწყისში და ბოლოს. მეორადი უნაყოფობა.
გამოკვლევის ობიექტური მონაცემები
ექოსკოპიური კვლევა – საშვილოსნოს სხეული სფერული ფორმის, შერეული ექოგენობის ადენომიოზი, არაერთგვაროვანი მიომეტრიუმი. ანთებითი პროცესი ორივე საკვერცხეში მრავალრიცხოვანი წვრილი კისტოზური ჩანართებით. კომპიუტერული კიმოპერტრუბაცია – საშვილოსნოს მილები გაუვალია, მილ-საშვილოსნოს და ისთმურ-ამპულარული სპინქტერის ტონუსი მომატებულია.. ვირუსები არ არის. ბაქტერიოსკოპიული ნაცხი – ტრიქომონა, სოკო, ლეიკოციტები 17-18, გრამ + კოკები.
დიაგნოზი
მეორადი უშვილობა, ადენომიოზი, საკვერცხეების ანთება, მილების გაუმტარობა.
მკურნალობის პერიოდი
26 დღიანი კურსით სამჯერ
სხვა სამკურნალო მეთოდებთან კომბინაცია
მონოთერაპია
მკურალობის შედეგები
მკურნალობის 52 დღის შემდეგ: ჰისტეროსალპინგოგრაფია – საშვილოსნოს ღრუ წაგრძელებული სამკუთხედის ფორმისაა, მოცულობით ნორმაზე ოდნავ ნაკლები; სადა კონტურებით, მარჯვნივ გადახრილი. მარჯვენა მილი დაკლაკნილია, მაღლა და ორივე მილი გამავალია. მცირე მენჯის ღრუში აღინიშნება შეხორცებები. მკურნალობის კიდევ 26 დღჳს შემდეგ: კომპიუტერული კიმოპერტრუბაციით მილები გამავალია. ექოსკოპიური გამოკვლევა – საშვილოსნოს სხეული ნორმალური ექოგენობის, ჩვეულებრივი სადა კონტურებით, მარჯვნივ გადახრილი, მიომეტრიუმი ერთგვაროვანი. მარჯვენა საკვერცხეში ფოლიკული დიამეტრით 19მმ (მენსტრუიალური ციკლის მე-12 დღე). ბაქტერიოლოგიური ნაცხი – სუფთა.
შენიშვნა
დროებით შეწყვიტა მკურნალობა და შემდეგ თვეს დაორსულდა
პაციენტი - ბ. ა.
ასაკი - 22 წლის
ჩივილები
ტკივილები მენსტრუაციის პირველ დღეს. ფაღარათი, გაზები. უნაყოფობა.
გამოკვლევის ობიექტური მონაცემები
ჰისტეროსალპინგოგრაფია – საშვილოსნოს ღრუ სამკუთხედის ფორმისაა, უკან გადახრილი, ნორმაზე მომატებული მოცულობით. მარცხენა მილი გაუმტარია ისტმური ნაწილის დასაწყისში. მარჯვენა მილი გაუმტარია ინტერსტიციურ ნაწილში. ცერვიციტის ნაცხის სპეციფიური ანალიზი – ჰონორეა, ტრიქომონი, სოკო, მიკოპლაზმა, გარდნერელა, ურიოპლაზმა, დიფლოკოკები, ლეიკოციტები არ არის. ანტისპერმალური ანტისხეულები: ASA234.1 opt < 70U/ml Anti-β-CG(Ab-ჰორიონალურ გონოტროპინთან მიმართებაში) +4 N≤1,0
დიაგნოზი
მილების გაუმტარობა. უშვილობა
მკურნალობის პერიოდი
მკურნალობა ჩაატარა 65 დღე
სხვა სამკურნალო მეთოდებთან კომბინაცია
მონოთერაპია
მკურალობის შედეგები
მკურნალობის 2 თვის შემდეგ: კომპიუტერული კიმოპერტრუბაციით მილები გამავალია. მკურნალობის კიდევ 1 თვის შემდეგ:ASA-80U/ml Anti –β-CG +1,5
შენიშვნა
ორსულობა